მსახიობი ნატალია ყიფშიძე აქტიურად გამოდის „ქართული ონების“ მიერ დაინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე.
რამდენიმე დღის წინ ნატალია ყიფშიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტი მაია ასათიანი Instagram-ზე წერს, რომ ეამაყება ნატალია ყიფშიძის საქციელი და აინტერესებს, რის გამო დაიბარეს ნატალია სასამართლოში.
„ამ მინიატურულმა, სიფრიფანა გოგომ ნეტა რა გზა გადაკეტა ისეთი, რომ სასამართლოში ჰყავთ დაბარებული. მეამაყები ჩემო პატარა-დიდო გოგოვ“, – წერს მაია ასათიანი.