LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ ამ ღალატის ჩირქს ვერ მოიძრობთ ვერასდროს… ამ 84 მოღალატის სახელს და გვარს სამუდამოდ დაიმახსოვრებს ახლანდელი და მომავალი თაობები” – ნატალია ყიფშიძე

166
ნატალია ყიფშიძე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

აღნიშნულს ეხმაურება მსახიობი ნატალია ყიფშიძე, რომელიც უკვე ერთი თვეა, კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობს.

„გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მხარდამჭერი 84 დეპუტატი – „ეს იმ დეპუტატების სიაა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს დემოკრატიის დასამარებას“

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში კედლებზე იმ 84 დეპუტატის სია გააკრა, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს

როგორც ნატალია ყიფშიძე წერს, „საქართველოს ახლანდელი და მომავალი თაობები ამ 84 მოღალატის სახელს და გვარს”.

„სამუდამოდ დაიმახსოვრებს ყველა საქართველოს ახლანდელი და მომავალი თაობები ამ 84 მოღალატის სახელს და გვარს. ჩვენ ქვეყანას შეუძლია მტრის კლანჭებიდან ამოძრომა და ეს არაერთხელ დაამტკიცა და აი თქვენ ამ ღალატის ჩირქს ვერ მოიძრობთ ვერასდროს”, – წერს ნატალია ყიფშიძე.

ვიდეო: დაძაბული ვითარება პარლამენტთან – პოლიციამ ორი დემონსტრანტი დააკავა

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს მესამე მოსმენით განიხილა და კენჭისყრით დაამტკიცა. კანონპროქტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 30 დეპუტატმა მისცა, ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა.

პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი კანონზე ვეტოს დადებას აპირებს.

პოპულარულები