LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ მონაცემების შემდეგ, არ მგონია კიდევ მოუნდეთ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა” – მდინარაძე ოპოზიციაზე

126
მამუკა მდინარაძე

ამ მონაცემების შემდეგ, არ მგონია ოპოზიციაში კიდევ მოუნდეთ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„60%-ზე მეტი არის იმ არჩევნების შედეგი, იმ დათქმით და მოცემულობით, ყველაზე მაღალი აქტივობა რომ ყოფილიყო, სადაც მონაწილეობა მიიღო არა 2000-მა ადამიანმა ან 4000-მა, არამედ 100 000-მდე ადამიანმა. არ მგონია, ამ მონაცემების შემდეგ კიდევ მოუნდეთ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა.

ეს არის ფარსი და ამ ფარსის უკან დგას რეალური ზრახვა არეულობის, ქაოსის და მხოლოდ ამ გზით ხელისუფლებაში დაბრუნების, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ საარჩევნო გზით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცესკო შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g