LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ მოთხოვნის ადრესატი ისევ კობახიძეა, რომელმაც ახლა ორი შაური მეორედ უნდა გადაუხადოს ბოდიშის მოხდაში“ – გია ხუხაშვილი

321
fot (1)

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადება, რომლის თანახმად, ირაკლი კობახიძე სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ შოვში მეწყერს გადარჩენილ ახალგაზრდა კაცს, დათო ჯელაძეს გული ატკინა, კვლავ შეფასების საგანია.

„მინდა, სინანული გამოვხატო, რომ დავით ჯელაძეს გული ვატკინე“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა.

„სიმართლე არ იკარგება“ – რას წერს დავით ჯელაძე კობახიძის განცხადების შემდეგ

დღეს რაც კობახიძემ გააკეთა, ეს ზედმიწევნით ზუსტად წარმოადგენს მის სინამდვილეში ძალიან მარტივ ფსიქოლოგიურ პორტრეტს – ხუხაშვილი

და­ვით ჯე­ლა­ძის შე­სა­ხებ გაკეთებულ განცხადებას კიდევ ერთხელ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პოსტით ეხმაურება ექსპერტი, გია ხუხაშვილი:

„არ არის სწორი, ახლა კობახიძის შემდეგ იმათაც, რომ სთხოვენ ბოდიშის მოხდას, ვინც ამ უკანასკნელის დასაცავად ჯელაძეს ლანძღავდა, ცილს სწამებდა და წყევლიდა – რატომ გადარჩიო.

„ძალიან ღირსეულად მოიქცა ირაკლი კობახიძე, დავით ჯელაძეს რომ შეხვდა და მოუბოდიშა. მობოდიშება და შეცდომის აღიარება არ არის უხერხული“ – გოგა ჩანადირი

„იმედი მაქვს, დავითის მიმართ სხვებიც დაამთავრებენ ქილიკსა და დამუნათებას, კობახაძის ტექსტს რომ მოჰყვა და მას მხარი აუბეს“

ისინი უბრალოდ თავის ორშაურიან „პროფესიულ“ მოვალეობას ასრულებდნენ.

ამ მოთხოვნის ადრესატი ისევ კობახიძეა, რომელმაც ახლა ორი შაური მეორედ უნდა გადაუხადოს ბოდიშის მოხდაში. სხვანაირად არ გამოვა ეგ საქმე..“, – წერს გია ხუხაშვილი.

magti 5g