„სიმართლე არ იკარგება“, – წერს შოვში სტიქიის დროს გადარჩენილი დავით ჯელაძე. ამით ჯელაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ წუხს დავით ჯელაძეს, რომ გული ატკინა.
„მინდა, სინანული გამოვხატო, რომ დავით ჯელაძეს გული ვატკინე“ – ირაკლი კობახიძე
ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი. 7 პირთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები გრძელდება.