27 წლის ბარბარე ბეჭვაია ქორწილში, ცეკვის დროს, მოულოდნელად გარდაიცვალა. ტრაგედია სამეგრელოში მოხდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ირინა ჯგერენაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ეს დღეებია განადგურებული ვარ.. ამ პატარა გოგოს რამდენი ადამიანის სიყვარული მიყვება თან, როდის მოასწარი ამხელა სიკეთის დათესვა, ეს ისე ხო არ მოსულა ერთი გაელვებით, შენ ამისთვის მთელი შენი ცხოვრება ჩადე, შენი პოზიტივით და იმ გულით რომლის გაჩერებას ყოველ წამს ელოდი ცდილობდი ნახევარი საქართველოს სიყვარული დაგეტია..
არ ვიცი რანაირად გააგრძელებენ უშენოდ შენი ოჯახის წევრები ცხოვრებას მაგრამ ერთი რამ მინდა შენს დედიკოს (რომლის საცოდაობასაც ვერ ვუყურე და დღეს ვერ გავბედე მისვლა შენთან) ვუთხრა, ინდი დამიჯერეე ბარბარეს სახელს დავიწყება არ უწერია, მისი სახელის გაგონებაზე ყველა ღიმილით მოგიყვება მასზე, მან 27 წლის განმავლობაში შეძლო ის რასაც ხალხი საუკუნე ცდილობს გააკეთოს…
ერთი რამ გვიჭირს ადამიანებს, სიცოცხლეში დავაფასოთ ერთმანეთი და არა როცა უკანასკნელ გზაზე მოგვიწევს გაცილება…“, – წერს ირინა ჯგერენაია.