LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ სოფლად მყოფი, გაღუღუნებულ ღუმელთან, ცივი ხელებით მიფიცხინებული პატარა გოგონას ინსპირაცია გავხდე“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

537
ცისნამი საყვარლიშვილი

ცისნამი საყვარლიშვილი სამოტივაციო პოსტს გვიზიარებს.

ამის შესახებ ცისნამი სოციალურ ქსელში წერს და თავისი განვლილი გზის შესახებ გვიყვება.

„ამ პოსტს იმისთვის არ ვწერ რომ ვიღაცის თანხმობა მჭირდება იმაზე, რომ მაგარი ვარ. არა, იმიტომ ვწერ, რომ სოფლად მყოფი, გაღუღუნებულ ღუმელთან, ცივი ხელებით მიფიცხინებული პატარა გოგონას ინსპირაცია გავხდე.

მთელი ჩემი ცხოვრება ვსწავლობდი და ჩემთვის სწავლა ასოცირდება განვითარებასთან. სულ

მინდოდა რომ წარმატებული კარიერა მქონოდა ჩემს ქვეყანაში, ვყოფილიყავი პროფესორი, ასევე პოლოტიკოსი, რომელიც მხოლოდ ქვეყანას ემსახურებოდა, ასეთები კი ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ. ჩვენი პოლიტიკოსები სამწუხაროდ მხოლოდ საკუთარ ჯიბეს ემსახურებიან.

ჩემი პირველი სამსახური სტუდენტობის პერიოდში იყო, “კუზანოვის კლინიკაში”, სადაც ზარებს ვპასუხობდი და პაციენტების განგრიგს ვადგენდი. მაგ დროს მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. გახსოვთ, Mikheil Saakashvili-მა სტუდენტური დასაქმების პროგრამა რომ გააკეთა, ხოდა სწორედ მისი დახმარებით მქონდა ჩემი პირველი შემოსავალი. ამ კაცს ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული ხალხისთვის, მაგრამ სამწუხაროდ კარგს მალე ვივიწყებთ და მხოლოდ ცუდი გვახსოვს.

შემდეგ ცხოვრებამ ასე მოინდომა და გადამისროლა უცხო მიწაზე. არასდროს მდომებია საქართველოს დატოვება. სულის ტკივილამდე მიყვარს ჩემი ქვეყანა. მაგრამ მე უნდა მებრძოლა გადარჩენისთვის, ჩემი ოჯახის დახმარებისთვის და ჩემი პატარა შვილის უკეთესი მომავლისთვის. ახალ ომგამომვლილ ქვეყანას არაფრის მოცემა არ შეეძლო ჩემთვის, რამეთუ სამსახურები ჭირდა და ყველგან სიღარიბე იყო.

იტალიაში მონური შრომა დავიწყე. ჩემი ნებით ჩავიკეტე სახლში და ვუვლიდი სხვის მოხუცს.

თუ გგონიათ რომ მონობა აღარ არსებობს ძალიან სცდებით. მაშინ ნახეთ როგორ  თავჩაუხრელი, 24/7 მუშაობს ქართველი მომველელი უცხო ქვეყანაში, როგორ ენატრება მას ჰაერის ჩასუნთქვა, თავისუფლება და ხალხთან ურთიერთობა.

ამ მძიმე ჟამს მაინც მოვახერხე რომ სწავლა გამეგრძელებინა. განათლება არ შემიწყვეტია. ბოლო წლები ისიც მოვახერხე რომ მომვლელობიდან ქალაქ პრატოს საემიგრაციო სამსახურში მემუშავა. ეგ იყო ჩემი მეორე ნამდვილი სამსახური.

მერე იტალიამ ვერ დამაკმაყოფილა და ოკეანეს გადმოვუფრინე.

აქ კი ძალიან ძნელია საბუთების გაკეთება. პირველ ცდაზე არ გამომივიდა, მეორეზე კი გამაწვალეს. 2018 წელს ვიქორწინე და საბუთები მხოლოდ 2023 წლის 5 იანვარს ავიღე. ანუ მთელი 10 წელი უსაბუთოდ ვიცხოვრე ამერიკაში. უსაბუთოს დიდი შესაძლებლობები არ აქვს.

ანუ ისევ მომვლელობას უბრუნდები.

არასდროს შემრცხვენია ასე მუშობის, პირიქით მადლიერი ვიყავი, რადგან ბევრ ფულს ვშოულობდი, განსაკუთრებით მაშინ როცა ჩემი ქმრის დედას ვუვლიდი. ყველაზე მაღალი ხელფასი მაშინ მქონდა, 500 დოლარი დღეში, თან კარგი ცხოვრება, სმა-ჭამა, ოპერა, ბროდვეის შოუები და “პრაივატ კლაბები.” ანუ რა მქონდა საწუწუნო? არაფერი!

ამერიკელს არასდროს დავუცინივარ რომ მე მომვლელი ვიყავი, დამცინოდნენ მხოლოდ ისევ ქართველები, ვინც იგივე ნაირად მუშაობდნენ და ვერ ვხვდებოდი ამაში რა იყო აბუჩად ასაგდები, როცა ასეთმა შრომამ შემაძენინა კერძო ქონება და ფული ინვესტიციაში ჩამადებინა.

მაგრამ არა, სიტყვა მომვლელი მაინც ყურს ცუდათ ხვდებოდა.

ირაკლი რომ ჩამოვიდა მთელი ჩემი ენერგია მასზე იყო ორიენტირებული და მერე მისი მომვლელი გავხდი, თუმცა არასდროს შემიწყვიტავს განვითარება და სწავლაზე ფიქრი.

სამი წიგნი დავწერე, აქედან ორი გამოიცა, მესამე პროცესშია. პულიტცერის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ჩემი სტატიები, ასევე ლოკალური გაზეთისთვის ვწერ.

როგორც კი საშუალება მომეცა, სწავლას დავუბრუნდი და ჩემს მესამე წარმატებად ჩემს მესამე დიპლომს ვთვლი.

ასე არაფერი გამხარებია ისე, როგორც სამსახურის შემომთავაზება. ორშაბათიდან ვიწყებ ნამდვილი კარიერის შენებას დიდ ამერიკაში, ჩემს საყვარელ სფეროში, აკადემიური განხრით.

ხოდა, შენ, პატარა გოგონა, რომელიც ახლა სოფლად პატარა სკამზე ზიხარ, კარგად წაიკითხე ჩემი პოსტი და გაიაზრე, შენ ყველაფერი შეგიძლია, შენ ყველაფერი გამოგივა.

მეც შენნაირი პატარა გოგონა ვიყავი, დიდი ოცნებებით.

ოჯახიც კარგია, ქმარიც, შვილიც, მაგრამ შენ იოცნებე იმაზე რომ შენი საყვარელი საქმე, კარიერა გქონდეს და აკეთო ის რაც გახარებს.

სწორედ მაგ დროს იგრძნობ ნამდვილი ბედნიერების გემოს.

ჩემი შვილიც მაბედნიერებს, ჩემი ტკბილი ასაკიანი ქმარიც, მაგრამ ყველაზე მეტად საყვარელი საქმის კეთება მატკბობს და მახარებს.

ადამიანებს ყველაფერი შეგვიძლია!

შეუძლებელი არაფერია!

ბედნიერი შობა-ახალი წელი!

სიყვარულით,

ცისნამი“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g