LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენი საქმე არ არის ნუცას ქმარი 26 წლით უფროსია თუ 27 წლით… აცადეთ ამ ხალხს ერთად ყოფნა, ბედნიერება და ტკბობა“ – ცისნამი საყვარლიშვილი

760
ცისნამი საყვარლიშვილი ნუცა ბუზალაძე

მომღერალ ნუცა ბუზალაძის ნიშნობას, რომელიც საზოგადოების დიდი ინტერესის საგანი გახდა, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაიაზრონ, რომ სხვისი პირადი ცხოვრების შეფასება მათი საქმე არ არის, ხოლო სიყვარულში ასაკობრივი სხვაობა გადამწყვეტი არ არის, როდესაც ურთიერთობა ემოციურ სიახლოვეს და ურთიერთგაგებას ემყარება.

ფოტოები: „მან ჩემი გული მოიპოვა, იმ გზით, როგორითაც მხოლოდ ღვთისგან მოვლენილი სიყვარული ახერხებს… მე ვთქვი დიახ!“ – ნუცა ბუზალაძე დაინიშნა და რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

„ადამიანებს საკუთარ ცხოვრებაზე მეტად სხვისი ცხოვრება აინტერესებთ! თქვენი საქმე არ არის ნუცას ქმარი 26 წლით უფროსია თუ 27 წლით. მშვენივრად გამოიყურება კაცი! საქართველოში 30 წლის ბიჭები მელოტდებიან და დიდი ღიპებით დადიან. ან ემიგრაციიდან გაგზავნილი დედის ფულებით ცხოვრობენ. ქალი იმასთან უნდა იყოს ვისთანაც თავს კარგად გრძნობს.

ასაკი მხოლოდ ციფრებია. თუ სიყვარული გეწვევა და თავის მორევში ჩაგითრევს, 65 წლის კაცი 35 წლის ბიჭად მოგეჩვენება.

ვერ დაინახავ მის ნაოჭებს, ისინი მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილებაა. და თან თუ ერთნაირი ემოციური ჭრილობები გაქვთ, უფრო ადვილად შეძლებთ მასთან ერთად შეხორცებას.

სიყვარული ისე გაბრმავებს რომ ყველაფერი იდეალურად გეჩვენება.

ასე რომ, აცადეთ ამ ხალხს ერთად ყოფნა, ბედნიერება და ტკბობა.

Nutsa Buzaladze გილოცავ! Congratulations! 🎊

Long Live Love! ❤️“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

ცნობისთვის, ნუცა ბუზალაძემ თავად გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში თავის ამერიკელ აგენტთან, დარენ პრინცთან ერთად გადაღებული ფოტოები და საზოგადოებას ამცნო, რომ მასზე დაინიშნა.

ვინ არის ნუცა ბუზალაძის 55 წლის ამერიკელი რჩეული და როგორ იშოვა პირველი მილიონი – „მილიონერი, რომელმაც საკუთარი თავი შექმნა…“

ფოტო: „წარმოუდგენლად ბევრი მილოცვა და თბილი სიტყვა მივიღე, რის გამოც უბედნიერესი ვარ…უღრმესი მადლობა ყველას“ – ნუცა ბუზალაძე

ადამიანებს საკუთარ ცხოვრებაზე მეტად სხვისი ცხოვრება აინტერესებთ! თქვენი საქმე არ არის ნუცას ქმარი 26 წლით უფროსია თუ 27…

Posted by Tsisnami Sakvarlishvili on ორშაბათი, 09 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g