LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ქვეყანას რაღაც ბედისწერა აქვს ასეთი, რომ ყოველდღე იბადება თითო გმირი და ეს გმირები აუცილებლად შეინარჩუნებენ ჩვენს ქვეყანას, საქართველო იყო და მუდამ იქნება“ – 9 აპრილის სიმბოლო, ნანა მახარაძე

140
ნანა მახარაძე

„მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომლებიც აქ დგანან და აპროტესტებენ, ადამიანებს რომელთაც სჯერათ, რომ ეს არჩევნები ჩატარდა არასამართლიანად, ხმები მოიპარეს, დაშინებით მოსყიდვით…“ – ამის შესახებ 9 აპრილის სიმბოლომ ნანა მახარაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე საუბრისას ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა.

„მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომლებიც აქ დგანან და აპროტესტებენ, ადამიანებს რომელთაც სჯერათ, რომ ეს არჩევნები ჩატარდა არასამართლიანად, ხმები მოიპარეს, დაშინებით მოსყიდვით და საერთოდ ამ უსამართლობას როცა ხედავ, ალბათ ფიქრობ, რომ 30 წელი და უფრო მეტი რისთვის ვიბრძოლეთ თუ დღევანდელ დღემდე მივიდოდით…

ჩვენს მთავრობას ვეტყვი, რომ ძალიან ბევრი წლით გვხევთ უკან…

ამ ქვეყანას რაღაც ბედისწერა აქვს ასეთი, რომ ყოველდღე იბადება თითო გმირი და ეს გმირები აუცილებლად შეინარჩუნებენ ჩვენს ქვეყანას.საქართველო იყო და მუდამ იქნება“ – განაცხადა ნანა მახარაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

ძალიან ბევრი წლებით გვხევთ უკან — ნანა მახარაძე „ოცნებას“

„ამ ქვეყანას რაღაც ბედისწერა აქვს ასეთი, რომ ყოველდღე იბადება თითო გმირი და ეს გმირები აუცილებლად შეინარჩუნებენ ჩვენს ქვეყანას“ — ნანა მახარაძე, 9 აპრილის ფოტო-სიმბოლოდ ქცეული ქალი

Posted by Formula • ფორმულა on კვირა, 24 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g