„ყველა დედამ უნდა იცოდეს, რომ საუკეთესო შეუძლია მისცეს თავის შვილს სამშობლოში“, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
პოლიტიკოსი დედის დღესთან დაკავშირებით შვილების ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ყველა დედას ბედნიერ დედობას უსურვებს:
„ამ სამი ვარსკვლავ ბიჭუნას დედობა ღვთის ყველაზე დიდი საჩუქარი და ჩემი ცხოვრების მთავარი მიღწევა და სიამაყეა. ყველა დედამ უნდა იცოდეს, რომ საუკეთესო შეუძლია მისცეს თავის შვილს სამშობლოში. დღეს ასე არაა და ეს უნდა შევცვალოთ. ყველა დედას ვულოცავ დედის დღეს და ბედნიერ დედობას ვუსურვებ. მხნეობას და გამძლეობას ვუსურვებ პოლიტპატიმრების დედებს; ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ მათ შვილები მალე დაუბრუნდნენ“, – წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
ამ სამი ვარსკვლავ ბიჭუნას დედობა ღვთის ყველაზე დიდი საჩუქარი და ჩემი ცხოვრების მთავარი მიღწევა და სიამაყეა. ყველა დედამ…
Posted by თინა ბოკუჩავა / Tina Bokuchava on კვირა, 02 მარტი, 2025