საზოგადოებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, რომ ილია ვეკუას სახელობის სკოლის მოსწავლე, ნენე ჟვანია ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, სადაც კომპიუტერული მეცნიერებებისა და ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატზე იწყებს სწავლას.
“$340 000-ის დაფინანსება აიღო” – ვეკუას სკოლის მოსწავლე ნენე ჟვანია ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა
ნენე უკვე ჰარვარდის უნივერსიტეტშია. მან ახლახან გაგვიზიარა ფოტო ადგილიდან ემოციური წარწერით:
„კი. აქ ვართ.
არა. არც ჩვენ გვჯერა“, – წერს ნენე ჟვანია.
აღნიშნულ პოსტს უკვე არაერთი გამოეხმაურა მოჰყვა. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს:
„ესეც ასე, ამ საოცარმა ბავშვებმა ჰარვარდში ქართული დროშაც ჩაიტანეს“
იხილეთ ვრცლად წარმატებული ქართველი მოსწავლის, ნენე ჟვანიას ინტერვიუ, რომელიც მან „ფორტუნას“ მისცა.