მომღერალი მარიამ ელიეშვილი სოციალურ ქსელში გამომწერებს თბილ კადრებს უზიარებს.
მომღერალი აქვეყნებს შვილის კადრებს, სადაც მარიამი 2 თვის საბას მეგრულად უმღერის. ვიდეოში კარგად ჩანს ჩვილის ემოციური რეაქცია დედის ნამღერზე.
კადრებმა გამომწერების დიდი მოწონება დაიმსახურა. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ პატარა საოცრად ჰგავს დედას და მუსიკალურობა მასაც დაბადებიდანვე ეტყობა.
