„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ მისი პარტია უერთდება და ხელს აწერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“.
აღნიშნულის შესახებ ქარდავა სოციალურ ქსელში წერს:
„ანტიდემოკრატიული და პრორუსული ხელისუფლების ცვლილებისთვის მთავარი ამოცანაა პოლიტიკური კონსოლიდაცია და ამ ვითარებაში პრეზიდენტის ინიციატივა დროული და მისაღებია“ – წერს ბაჩუკი ქარდავა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა. პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.
“გადავწყვიტე, თქვენს წინაშე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისთვის. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისთვის და სამართლიანი სახელმწიფოს დამიკვიდრებისთვის. შევადგინე და წადმოგიდგენთ ქართულ ქარტიას.
ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროსოს მომავალ პარლამენტში. ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულების და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი არჩევნები, სხვანაირი მთავრობა. სხვანაირი ერთობა” – აღნიშნა პრეზიდენტმა.
Posted by Bachuki Kardava on ორშაბათი, 27 მაისი, 2024