LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება… ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არ მოწერის“ – იაგო ხვიჩია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“

290
იაგო ხვიჩია

„ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დისკუსიაში და ვეცადოთ, გახდეს ეს დოკუმენტი უკეთესი. თუ ჩვენი მოსაზრებები იქნება შესაბამისობაში სხვების მოსაზრებებთან ან პრეზიდენტის მოსაზრებებთან, არც ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არ მოწერის“ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით „გირჩი“ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერს, თუმცა მზადაა, დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით დისკუსიებში ჩაერთოს. ხვიჩიას განაცხადებით, ქარტიის ნაწილს ეთანხმებიან, თუმცა ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

„იქ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს… რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გასავლელია და ამაზე კომუნიკაციაა საჭირო“ – „გახარია საქართველოსთვის“ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“

„მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი საქმეა ოპოზიციის ან მათი ნაწილის ერთმანეთთან ისე დალაგება, რომ ოპოზიციის ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ, ვგულშემატკივრობთ და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, შეუერთდნენ ქალბატონი სალომეს ინიციატივას.ჩვენ მთელ ამ პროცესში არც ვმონაწილეობდით, ფაქტობრივად გუშინ ვნახეთ ეს ბოლო დოკუმენტი, ამიტომ, ვთავაზობთ, გნებავთ ხელმომწერებს, გნებავთ პრეზიდენტს, რომ გავმართოთ დისკუსიები.

აქ არის პუნქტები, რომელიც ჩვენთვის მისაღებია, არის პუნქტები, სადაც კითხვის ნიშნებია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დისკუსიაში და ვეცადოთ, გახდეს ეს დოკუმენტი უკეთესი. თუ ჩვენი მოსაზრებები იქნება შესაბამისობაში სხვების მოსაზრებებთან ან პრეზიდენტის მოსაზრებებთან, არც ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არ მოწერის“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩია აცხადებს, რომ „ქართულ ქარტიაში“ არსებობს საკითხები, რომელიც „გირჩის“ პოზიციებს ეწინააღმდეგება.

„სწორია საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი, ხელისუფლების შტოთა ბალანსისთვის გამოყენებული პუნქტები – ამ თვალსაზრისით არის წინსვლა. მაგრამ ასევე, არსებობს ბუნდოვანება და საკითხები, რომელიც „გირჩის“ პოზიციას ბევრ საკითხთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება. ბუნებრივია, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც რაიმე კონტრაქტზე ხელმოწერას სთხოვენ, უფლება აქვს გამოთქვას შენიშვნები და მოისმინოს არგუმენტები. აქედან გამომდინარე, მზად ვართ, ყველაფერში მივიღოთ მონაწილეობა. ნებისმიერ შემთხვევაში, მივესალმებით საქმეს, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებს ეხმარება გაერთიანებაში და მათი ხმები ნაკლებად დაიკარგება“- განაცხადა ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები