გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა
ინფორმაცია „ფორტუნას“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ გიორგი გახარიამ „ქართულ ქარტიას“ ორბელიანების სასახლეში ხელი დღეს მოაწერა.
ინფორმაცია „ფორტუნას“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ გიორგი გახარიამ „ქართულ ქარტიას“ ორბელიანების სასახლეში ხელი დღეს მოაწერა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დისკუსიაში და ვეცადოთ, გახდეს ეს დოკუმენტი უკეთესი. თუ ჩვენი მოსაზრებები იქნება შესაბამისობაში სხვების მოსაზრებებთან ან პრეზიდენტის მოსაზრებებთან, არც ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არ მოწერის“ - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ რაც მოვისმინეთ, ამ დოკუმენტში რეფორმების გეგმაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რეფორმების გეგმა სწორია და ამ რეფორმების განხორციელებას მხარს დავუჭერთ“ - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას განაცხადა.
„ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროსოს მომავალ პარლამენტში"