კრის ბოტი თბილისში კონცერტს გამართავს. ნიკოლოზ რაჭველი კი ნიუ იორკშია, სადაც კრის ბოტის შეხვდა, მასთან ერთად ფოტო გადაიღო, შემდეგ კი ის სოციალურ ქსელში განათავსა.
„ამ ყმაწვილს ჩემს მშობლიურ თბილისში ვუშვებ და მე მის მშობლიურ ნიუ იორკში ვრჩები!
პირველი შემთხვევაა, თბილისში ერთად რომ არ ვიდგებით სცენაზე, გული გვწყდება ორივეს…
ჩემი ბანკის კლიენტებს კი წინ სიამოვნება ელით თბილისის საკონცერტო დარბაზში კრის ბოტის და მისი არაჩვეულებრივი ბენდის მოსმენის სახით!!! განსაკუთრებულად კი ის მახარებს, რომ კონცერტის სტუმარი ჩვენი შესანიშნავი მომღერალი, ტენორი ოთო ჯორჯიკია იქნება!!!“ – აღნიშნავს ნიკოლოზ რაჭველი.