LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ყველაფერმა საქართველოს ბიზნესგარემო ერთი ნაბიჯით უკან დახია, 14-ამდე საქმეა აღძრული ჩვენს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში“ – ეკონომისტი

241
ipiccy-image

ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ასახავს,- ამის შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში ფინანსისტმა და ეკონომისტმა გიგა თვაურმა განაცხადა. მან ის რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, რომელმაც საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და იმიჯს ზიანი მიაყენა.

„წელს მთავარ ბიზნესმოვლენად აუცილებლად ნამახვანჰესის პროექტი და „ენკა“ უნდა მოვიყვანოთ. ძალიან დიდი სკანდალი, საზოგადოების აღშფოთება. პროექტი გაურკვეველ სიტუაციაშია, გარდა ამისა, 14-ამდე საქმე არის აღძრული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში. „ენკას“ ჯერ არ შეუტანია სარჩელი, მაგრამ თუ შეიტანს 2022 წლისთვის კიდევ უფრო გაგვიუარესებს საერთაშორისო რეპუტაციას. აქედან გამომდინარე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებასაც უნდა ვპროგნოზირებდეთ. ამ ყველაფერმა ბიზნესგარემო ერთი ნაბიჯით უკან დახია. ინვესტიციებს ცოტა უფრო დიდ ჭრილშიც რომ შევხედოთ, გვაქვს ჩავარდნილი ანაკლიის პროქტიც, რომელსაც ასევე უყურებენ ჩვენი ქვეყნის პარტნიორები და სამომავლო ინვესტორები, რომლებსაც უჭირთ უკვე გადაწყვეტილების მიღება, ჩადონ თუ არა ინვესტიცია საქართველოში“, – ამბობს გიგა თვაური.

თვაური ინვესტიციების შემაფერხებელ კიდევ ერთ ფაქტორად ინფლაციასაც ასახელებს.

„ბიზნესგარემოს როცა სწავლობს ინვესტორი, აუცილებლად ამ შიდა მონაცემებსაც უყურებს. ნოემბერში გვქონდა 12.5% და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეროვნული ბანკის მიზნობრივი დონე იყო მხოლოდ და მხოლოდ 3%.  ამასთან, ინფლაციასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მაინც და მაინც დამაიმედებელი პროგნოზი ვერ გააკეთა და მარტის თვემდე ივარაუდა ინფლაციის მაღალი დონე“, – დასძენს ფინანსისტი და ეკონომისტი გიგა თვაური.

2021 წელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ უჩვეულო გამოდგა, ამას მოწმობს ის სტატისტიკური მონაცემები, რომლითაც ქვეყანამ ახალ-ახალი რეკორდები დაამყარა – გიგა თვაური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები