LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ყველაფერში რაიმე „პოზიტიური“ თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე“ – ნინო წილოსანი  

180
ნინო წილოსანი

„სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია და აზრი ნამდვილად არ შემიცვლია“ – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.  

„მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს!“ – ირმა ზავრადაშვილი

წილოსანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება:

„ეს არის მორიგი შეცდომა“ – თეა წულუკიანი აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებზე

„სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია და აზრი ნამდვილად არ შემიცვლია  
თუმცა, ამ ყველაფერში რაიმე „პოზიტიური” თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე, ხოლო ვის და რატომ სჭირდება ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციის გაცოცხლება , ამ კითხვაზე პასუხი, მგონი, უკრაინის ომის შემდეგ ნათელი გახდა..
მეამაყება რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას!“ – წერს წილოსანი.

„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია“ – მეთიუ მილერი

„ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული“ – მეთიუ მილერი

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს.

სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია და აზრი ნამდვილად არ შემიცვლია 😊 თუმცა, ამ ყველაფერში რაიმე…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on ხუთშაბათი, 06 ივნისი, 2024

პოპულარულები