ჩილეში, ქალაქ რანკაგუაში, არსებობს ზოოპარკი სახელად Safari Lion Zoo, სადაც გალიაში არა ცხოველები, არამედ ადამიანები სხედან, ხოლო მტაცებლები თავისუფლად დადიან. უჩვეულო ჩანაფიქრის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებმა სიტუაციას ცხოველების თვალით შეხედონ.
მსურველები მაქსიმალურად უახლოვდებიან ლომებს და სეირნობენ ავტობუსით, რომელიც გამძლე გისოსებით არის გამაგრებული.
ლომების გამოკვება გისოსიდან აკრძალულია, სამაგიეროდ ფოტოს გადაღების ან შეხების შემთხვევაში პასუხს არავინ მოგთხოვთ.




