ამალ კლუნი ფოტოგრაფებთან დიდი ხანია არ გამოჩენილა. 40 წლის ლამაზმანი ამჯერად პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც ის გაეროს 73-ე ასამბლეაზე მივიდა. კლუნი იქ კოლეგებს შეხვდა და საქმიანი მოლაპარაკებებიც გამართა.
ერთ-ერთ ყველზე გემოვებიან ქალბატონად აღირებული კლუნი ასამბლეაზე შავ-თეთრ კოპლებიან კაბაში გამოჩნდა. კოქტეილის ულამაზეს კაბას ამალმა შავი ჩანთა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა. ცოტა ხნის წინ ამალ კლუნიმ “ვოგის” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადა ჯორჯ კლუნსა და შვილებზე ისაუბრა.