LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამალ კლუნმა ქმრისგან საჩუქრად იაპონური რესტორანი მიიღო

66

ჯორჯ კლუნიმ ცოლს ქორწინების 1 წლისთავის აღსანიშნავად არა ბრილიანტები, ახალი სახლი, ან მანქანა, არამედ – რესტორანი აჩუქა. მსახიობმა ამალ კლუნი ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში ვახშამზე დაპატიჟა და იქვე გადასცა დოკუმენტები, რომლის თანახმადაც ამალი იაპონური რესტორნის მფლობელი გახდა.

კლუნის იაპონური სამზარეულო საჩუქრად შემთხვევით არ აურჩევია. მსახიობმა არაერთხელ აღიარა, რომ დაქორწინების შემდეგ სუში მისთვის ყველაზე საყვარელი საჭმელი გახდა. დაქორწინებამდე მას იტალიური სამზარეულო უფრო მოსწონდა და თავადაც ამზადებდა კერძებს, თუმცა ამალთან თანაცხოვრებისას ყველაფერი შეიცვალა. მსახიობის ცოლი საკუთარ ჯანმრთელობასა და ფიგურას ზედმეტად უფრთხილდება, მან დაარწმუნა ჯორჯი, რომ იტალიური სამზარეულო ძალიან კალორიულია, როლი კი შეუძლიათ მიირთვან იმდენი, რამდენიც მოუნდებათ.

წყვილმა ცოტა ხნის წინ სონინგში (ბერკშირი) სახლი იყიდა და გეგმავენ, რომ წელიწადის დიდი ნაწილი სწორედ ლონდონში გაატარონ,  ამიტომ ცოლისთვის საჩუქრად რესტორნის ყიდვა კლუნიმ სახლთან ახლოს გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ შესაფერისი დაწესებულების პოვნა, სადაც იაპონური სამზარეულოც იქნებოდა, კლუნიმ ვერ შეძლო. ამიტომ, მსახიობი დაუკავშირდა ტეცუა ნაკაოს, მისი საყვარელი იაპონური რესტორნის მფლობელს ლოს-ანჯელესში და დაარწმუნა, ფილიალი გაეხსნა ლონდონში – რა თქმა უნდა, კლუნის ხარჯზე.

სუში-რესტორნის გახსნის ოპერაციამ ამალისგან საიდუმლოდ ჩაიარა. წყვილის მეგობრები ფიქრობდნენ, რომ ჯორჯმა ქორწინების წლისთავისთვის ამალი საჩუქრის გარეშე დატოვა, თუმცა, როგორც გაირკვა, მსახიობმა დოკუმენტების გაფორმება დროულად ვერ მოასწრო.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g