LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამასაც კადრულობენ, რადგან ფსევდოლიბერალური ფაშიზმი სწორედ ამას მოიცავს – ბინძური პოლიტიკური ზრახვები აქვთ“ – რას ამბობს მამუკა მდინარაძე გიორგი გველესიანის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟზე

175
მამუკა მდინარაძე და გიორგი გველესიანი

„ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია – ამ პოზიციით გამოდის ჩვენი ოპონენტები. გადაუვლიან თავისი ფსევდოლიბერალური ფაშიზმის ხერხებით ყველას, ვინც მათ აზრებს არ იწონებს“, – ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ფეხბურთელ გიორგი გველესიანის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს შეეხებოდა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გიორგი გველესიანი იქნება თუ სხვა ფეხბურთელი, ამ ადამიანებს თავი უნდა დავანებოთ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ოპოზიციას თავისი პოლიტიკური, სუბიექტური თუ ამ შემთხვევაში, კონკრეტული ბინძური პოლიტიკური ზრახვები აქვს, რაც უკვე გაიშიფრა:

„შენ არავინ გაბულინგებდა ფეხბურთელობისთვის, მე მაბულინგებდნენ! შენ ბიჭი იყავი და მეტი გასაქანი ჰქონდა შენს მომავალს. ჩემსას – არა“ – ქალთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი გველესიანს მიმართავს

„ამ ხალხზე [ფეხბურთელებზე] ხომ ვიხვეწებოდით და ახლა უფრო თამამად შეგვიძლია ვილაპარაკოთ – ვიღაცას ასეთი წარმოდგენა აქვს, ვიღაცას ისეთი პოლიტიკური აზრი აქვს, ამ აზრს გამოთქვამენ.

შეიძლება აი, იმ გმირ ბიჭებს, რომლებსაც, თურმე დიახ, თავისი აზრიც აქვთ და ვიღაცისას ხან ემთხვევა და ხან არა, მხოლოდ ამის გამო ბულინგის ქარცეცხლში მოვაქციოთ?! ხომ არ შეიძლება და წარმოუდგენელია?

ამასაც კადრულობენ, რადგან ფსევდოლიბერალური ფაშიზმი სწორედ ამას მოიცავს, მათ შორის, ვინც მათ არ დაეთანხმება, ყველა უნდა აბულინგონ, მაგრამ ასე არ არის – არ გამოუვათ არც მკვლელობები, რომელიც სადღაც დაიგეგმა, არც სხვა ქვეყნებში გამოუვიდათ საბედნიეროდ.

„ხატია დეკანოიძისგან ჩემი მისამართით ნათქვამი სიტყვა „ბოროტება“ ცოტა კომიკურადაც ჟღერს“- რას პასუხობს გიორგი გველესიანი კრიტიკოსებს

მრჩება შთაბეჭდილება,რომ მისი მთავარი მოტივავია ამ ამბის რეზონანსულობა იყო და პრინციპში, სადღაც გასაგებია, რატომაც“

ღმერთის წყალობით, სხვას ვერაფერს დააბრალებ, მაგალითად ტრამპის გადარჩენას ხომ?!ყველამ ერთად ვნახეთ ხო?! არ ხდება ბოლომდე ის, რაც მათ აქვთ დიდ სურათში დანახული და დაგეგმილი.

საქართველოში გაიშიფრა, ეს ხომ შემთხვევითი არ არის?! ეს გაგრძელებაა იმ ლიბერალური ფაშიზმისა, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, მინიშნება ირაკლი კობახიძეზე მკვლელობასთან დაკავშირებით.

ახლა თურმე ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი აფეთქებები, ტერორისტული აქტები ჩვენი და საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ… ეს დამთხვევაა?! საღლიცინო საკითხია?! რასაც ისინი მაგალითად, სოციალურ ქსელში ცდილობენ გადაიტანონ?!

„ძლივს ასპარეზზე გამოჩნდა ნათელი, კეთილი და განათლებული სპორტსმენი და არ შეარგეს კაცს რამდენიმე გადაცემაში საკუთარი აზრის გამოთქმა!“ – ზურა ხაჩიძე

ამათი ვერბალური გაგრძელებაა მერე მკვლელობის მცდელობები და ვერბალური მკვლელობის მცდელობაა, როცა გიორგი გველესიანზე ასეთი შეტევა მიაქვთ ხოლმე.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები