გოგი წულაია ბანკებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათი მთავარი ღირებულება ფული არ უნდა იყოს.
როგორც მან სატელევიზიო ეთერში განაცხადა, საბანკო სისტემა არასწორადაა მოწყობილი და ღარიბებს ართმევს ფულს, მდიდრების ნაცვლად.
“ამათთვის ფულია მთავარი ღირებულება. ადამიანი არის მეორადი, მეორადი ტანსაცმელივით რაღაცა…
ადამიანია მთავარი ღირებულება. ადამიანის ბედნიერებაზე უნდა იყოს ბანკის პოლიტიკა აგებული და არა პირიქით.
ბანკებს როგორც კი გაუჩნდათ საშიშროება, რომ მსესხებლები აღარ ეყოლებოდათ დააფუძნეს მიკროსაფინანსოები, რომ თავიანთი ფული იქ გაამრავლონ.
ამაზე მეტი საზიზღრობა, ამაზე მეტი აუტანლობა რა უნდა იყოს. გამიჩნადა 100 დოლარი, მივდივარ მიკროსაფინანსოში და ვეუბნები, მომაკლებინე სესხზე, არაო, 500 უნდა მოიტანოო.
როგორ გაგწიროს იმაზეა ორიენტირებული…
მიდიხარ ბანკში პატრულის ჯარიმით, გეუბნებიან, მომსახურების ლარი მომეციო. რა მომემსახურე? ფეხები დამითბილე თუ ყავა მომიდუღე?
ადამიანი ფეხებზე გკიდიათ. მე მართმევ ლარს, ფული ვისაც აქვს იმას არა“, – განაცხადა გოგი წულაიამ გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა”.