პრინც იოანე ბაგრატიონის დედა, კარმენი საქართველოში პირველად იმყოფება. როგორი რძალ-დედამთილობა აქვთ ქრისტინესა და იოანე ბაგრატიონის დედას – საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებთან ინტერვიუ „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემამ „დილა მშვიდობისა საქართველო“ ჩაწერა.
ვიდეო: როგორ ზრდიან სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ბაგრატ ბაგრატიონს
ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი:
„ძალიან ბედნიერი ვართ, რომ კარმენი ჩვენთან არის.. უკვე ორი თვეა ჩვენთან ერთად ცხოვრობს და აქტიურად ერთვება ბაგრატის აღზრდაში.
საინტერესოა, რომ ძალიან დიდი სურვილი აქვს თავად, მაქსიმალური მონაწილეობა მიიღოს ბაგრატის განათლების მიწოდებაში, შესაბამისად, ბაგრატის ძალიან ადრეული ასაკიდან ცდილობს, რომ თუნდაც ეტიკეტთან დაკავშირებით ყველაფერი შეასწავლოს.
პრინცი იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი:
„დედაჩემს უდიდესი როლი აქვს ჩემი და ჩემი დის აღზრდაში, ყოველთვის გვაძლევდა მოტივაციას, რომ კარგად გვესწავლა. სწორედ მან უზრუნველყო ჩემთვის განათლების მიღება მადრიდსა და შვეიცარიის სახელგანთქმულ სკოლაში. დედამ სწორად ცხოვრება გვასწავლა“
მარია დელ კარმენ დე უიოა ი სუელვეს:
„ქრისტინე შესანიშნავია ადამიანია, ძალიან მიყვარს. ამაყი ვარ, რომ უფლისწულის ბებია ვარ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ პატარა ბაგრატი ასეთი შესანიშნავი იქნებოდა. მიყვარს მისი მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ის, მხოლოდ ქართულად საუბრობს.
? როგორი რძალ-დედამთილობა აქვთ ქრისტინე ბაგრატიონსა და კარმენს
? როგორი რძალ-დედამთილობა აქვთ საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს?
? იოანე ბაგრატიონის დედა საქართველოში პირველად იმყოფება
? ნინუცა როსტიაშვილის სიუჟეტი
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on კვირა, 05 ნოემბერი, 2023
ძალიან ჭკვიანი ბიჭია“
„იოანეს დაბადების დღე“ – ქრისტინე ბაგრატიონი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
ქრისტინე ბაგრატიონი სოციალურ ქსელში თავისი ვაჟის, ბაგრატ ბაგრატიონის ფოტოს აქვეყნებს
უფლისწული ბაგრატ ბაგრატიონი მშობლებმა კლინიკიდან თეთრ ჩოხაში გამოწყობილი გამოიყვანეს