LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფლისწული ბაგრატ ბაგრატიონი მშობლებმა კლინიკიდან თეთრ ჩოხაში გამოწყობილი გამოიყვანეს

2037
bbnews2021

ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შთამომავალი, იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი ახლახან მამა გახდა. მას და მის მეუღლეს, ქრისტინეს პირველი შვილი შეეძინათ. ვაჟს ბაგრატი დაარქვეს.

კლინიკიდან გამოსულ ცოლ-ქმარს პატრიარქის ჩოხოსნები დახვდნენ და შვილის შეძენა კიდევ ერთხე მიულოცეს.

ქრისტინე და იოანე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინათ

პატარა ბაგრატ ბაგრატიონს კი, კლინიკიდან გამოყვანისას, სპეციალურად მისთვის შეკერილი თეთრი ჩოხა ემოსა, რომელსაც მისი ინიციალები ამშვენებდა.

ჩოხა პატარა ბაგრატისთვის ბრენდმა „ფაფანაკი“ შექმნა.

„ვულოცავთ პრინც იოანე ბაგრატიონს და მის ულამაზეს მეუღლეს, პრინცესა ქრისტინეს პატარა უფლისწულის – ბაგრატ ბაგრატიონის ამქვეყნად მოვლინებას. გვიხარია, რომ პირველი ჩოხა მის  ცხოვრებაში სწორედ ბრენდ ფაფანაკში შეიქმნა✔

P.S. დიდი მადლობა პატრიარქის ჩოხოსნებს ამ საოცარი დღის ორგანიზებისთვის“, აღნიშნულია ბრენდის განცხადებაში.