„POST TV“- ს დამფუძნებლისა და წამყვანის, შალვა რამიშვილის შვილის – ლაშა რამიშვილის მიერ ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მგონი, შალვა რამიშვილს ახლა უკვე ყველამ თავი უნდა დაანებოს. ამაზე მძიმე ვერდიქტი, რაც შვილმა გამოუტანა უბრალოდ არ არსებობს…“ – წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, ლაშა რამიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მხარდაჭერას უცხადებს ყველა გოგოს, რომელიც შალვა რამიშვილმა შეურაცხყო.
„ჩემი უფროსი შვილის წერილში ჩემი სათქმელიც არის გაერთიანებული“ – შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე