LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა „პოს ტვ“-ის დამფუძნებელს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს – რას ამბობს შალვა რამიშვილი

1053
ფორტუნა - 2023-03-21T114251.910

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა POSTV-ის წამყვანს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

მაკო ჯაბუამ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ზუსტად არ მახსოვს რომელი წელია. 7-8 წლის წინ დაახლოებით. ძალიან რთული იყო სამსახურის შოვნა, არავინ მყავდა, ვინც ხელს შემიწყობდა ამ კუთხით. დროებით ხან სად ვმუშაობდი და ხან სად. ჟურნალისტობა მინდოდა მუდამ და სამწუხაროდ, უშედეგო იყო მაშინ ყველა მცდელობა. ჩემი ახლო მეგობარი მუშაობდა შალვა რამიშვილთან (მას ცუდი გამოცდილება არ ჰქონია, თორემ მგლის ხახაში არ შემაგდებდა) მითხრა, რაღაც ტელევიზიის გაკეთებას აპირებს და კადრებს ეძებს, ვეტყვი შენზე და დაგიბაროს იქნებ გასაუბრებაზეო. მეც გამიხარდა, შანსი დავინახე, დავთანხმდი. დამიბარა, მაგრამ ვაჟაზე, ოფისად ქცეულ ბინაში. მივედი. (შალვაზე რაღაცები მსმენია, მაგრამ მე თამამი და გამბედავი ადამიანი ვარ, ჩემი თავის იმედი ყოველთვის მაქვს, ამიტომ “არ შემშინებია” მასთან მარტო დარჩენის).

გასაუბრება ნორმალურად დაიწყო. გამომკითხა რაღაცები, მიხვდა რომ “ცოცხალი” გოგო ვარ და შემდეგ დაიწყო: – შენ ისეთი არასტანდარტული და თამამი გარეგნობა გაქვს (წითელი თმები და პირსინგი მქონდა) დარწმუნებული ხარ, რომ უბრალო ჟურნალისტი გინდა იყო? – მეთქი, რავი, ახალი ამბების ჟურნალისტობა მინდა.

– ხო გასაგებია, მაგრამ იქნებ რამე შენი გადაცემა გავაკეთოთ. საცურაო კოსტიუმში როგორ გამოიყურები? ეს ცოტა მეუხერხულა, მაგრამ არ დავბნეულვარ – კარგად ალბათ.

– ხოდა ასეთი იდეა მაქვს, აუზში ვიღაცები რომ მოიწვიო და უხერხული კითხვები დაუსვა. მაგალითად რა პოზაში მოსწონთ, ფეილები რა ჰქონიათ, რომელ პორნოს უყურებენ… და ისე შენ როგორ პორნოს უყურებ? გიყვარს?

აი მანდ უკვე გადაჭრით ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე )) არ ვიცი, ჩემს თავში გადავწყვიტე, რომ არ უნდა შემშინებოდა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რაღაც გადამიტრიალდა, თან გავქვავდი (თავდაცვის ინსტინქტი იყო ალბათ) ვიფიქრე, იქნებ თემა შემიცვალოს და მეთქი “გეი პორნოს ალბათ”

– ხო, ახლა რომ ჩაგირთო, რას იგრძნობ?

– არ ვიცი

– მოდი ვნახოთ, უხერხულ სიტუაციებს როგორ უმკლავდები (ამის მერე რთავს პორნოს)

– რას გრძნობ?

– უხერხულობას (თან არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, ერთი ის იყო რომ ვერ ვდგებოდი ადგილიდან)

– არ გინდა დაან*რიო?

– არა

– მე რომ დავანძ*იო, რას იზამ?

– არ ვიცი.

ამის მერე იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში. მე ვპოულობ ძალას, ვდგები რამდენიმე წუთის შემდეგ და კარგი, მე ახლა წავალ და ვიფიქრებ ამ შემოთავაზებაზე.

-კაი, კაი, მოიცა. გაგაცილებ. რითი მოხვედი? აი, 10 ლარი გამომართვი და ტაქსით წადი.

არასდროს დამავიწყდება ეგ 10 ლარი, რომელიც რობოტივით გამოვართვი და გამოვედი. 2 საათი ფეხით ვიარე, სახლში მისულმა კიდევ აბაზანაში ვიტირე დიდი ხანი. იმ საღამოსვე მომწერა, არ ვუპასუხე. რამდენიმე დღე მწერდა და მერე ჩემს მეგობარს მიწერა, არ მპასუხობს და რა გითხრა? რას აპირებსო?

ეს ამბავი ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა აქამდე. ერთხელ ერთ კოლეგას ვუთხარი, რომელიც მასთან მუშაობდა და მე ვმეგობრობდისავით – ნუ, მას შემდეგ წამყვანიც გახდა იმ ტელევიზიაში : ) აი ეს არის შალვა რამიშვილი, აი, ასეთი ისტორია არის ძალიან, ძალიან ბევრი და ამ ნაძირალა, ბინძურმა არსებამ მე ვერაფერი დამიშავა, იმიტომ რომ “ძლიერი” აღმოვჩნდი და არ შემეშინდა მისი, მაგრამ რამდენია, ვისაც უდიდესი ტრავმა მიაყენა?! აი, ამ კაცთან მუშაობთ და ამ კაცს უსმენთ და მოგწონთ. ფუ“. – წერს მაკო ჯაბუა სოციალურ ქსელში.

შალვა რამიშვილს „ფორმულა“ დაუკავშირდა. ის ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ მაკო ჯაბუას არ იცნობს.

„არ ვიცნობ ამ ადამიანს. წარმოდგენა არ მაქვს, ვისზე მეკითხებით. რვა წლის წინ რა იყო, ნამდვილად არ ვიცი.

თუ აქვს გზა, ხომ იცის რა გზით უნდა წავიდეს. მე რატომ მაწუხებთ ასეთ სისულელეებზე?! ხომ გაიარა ეს გზა ერთმა ადამიანმაც. მე არ ვიცნობ ამ ადამიანს და ვუარყოფ.

7-8 წლის წინ თუ მოხდა ეს ამბავი, აქამდე სად ვიყავიო? ახლა მოდაშია, პროფესიად იქცა ჩემი მსხვერპლობა. ხომ არის გზა, არ ვიცი ზუსტად რა ჰქვია, „ჩორტ ევო ზნაეტ“(რუსულად დაწერეთ პირდაპირ), მიმართოს მათ. მე არ ვიცი ვინაა და არც ვიცი, რა უნდა, ალბათ მორიგი ბინძური კამპანიის ნაწილია“. – ამბობს შალვა რამიშვილი „ფორმულასთან“.

„ფორტუნა“ დაუკავშირდა მაკო ჯაბუას, იმის გასარკვევად, გეგმავს თუ არა სამართლებრივი გზით იბრძოლოს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g