LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეიკი არაა, შალვამ მართლა მომწერა ნიშნისმოგებით… როცა მიხვდებით რომ მართალი ვარ და ტყუილად მაგინეთ, თქვენივე კომენტარის ქვეშ თუ მომიხდით ბოდიშს, ყველას გაპატიებთ“- იაგო ხვიჩია შალვა რამიშვილის „მესიჯზე“

2296
იაგო ხვიჩია შალვა რამიშვილი

„როცა მიხვდებით რომ მართალი ვარ და ტყუილად მაგინეთ, თქვენივე კომენტარის ქვეშვე თუ მომიხდით ბოდიშს, ყველას გაპატიებთ”- ასე ეხმაურება გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია საზოგადოების ნაწილის კრიტიკას.

საქმე ეხება იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილის პირდაპირ ეთერს, სადაც ეკრანზე შალვა რამიშვილის მესიჯი გამოჩნდა, რომელშიც რამიშვილი აქციის ორგანიზატორებს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

„როცა მიხვდებით რომ მართალი ვარ და ტყუილად მაგინეთ, თქვენივე კომენტარის ქვეშვე თუ მომიხდით ბოდიშს, ყველას გაპატიებთ  

ისე სულ სასაცილო ადამიანი მეგონებით თორემ ალბათ მაინც არაა უპატიებელი მაგრამ დღის ბოლომდე გიასნდება რომ 100% მართალი ვარ

ფეიკი არაა, შალვამ მართლა მომწერა ნიშნისმოგებით, ხომ გეუბნებოდი ყ***ბი არიან ორგანიზატორებიო :))))”- წერს იაგო ხვიჩია

ცნობისთვის, პარტია „გირჩის” ტრადიციული პირდაპირი ეთერის დროს, ეკრანზე გამოჩნდა მესიჯი, სადაც ჩანს, რომ იაგო ხვიჩიას პირად შეტყობინებებში ჟურნალისტი შალვა რამიშვილი წერს და აქციის ორგანიზატორებს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული „სქრინის” გამო, სადაც რამიშვილის მესიჯი ჩანს, იაგო ხვიჩიას რამიშვილთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი.

როცა მიხვდებით რომ მართალი ვარ და ტყუილად მაგინეთ, თქვემივე კომენტარის ქვეშვე თუ მომიხდით ბოდიშს, ყველას გაპატიებთ…

Posted by Iago Khvichia on პარასკევი, 17 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები