LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დათო კეზერაშვილს საერთოდ არ ვიცნობ და არც არასდროს მინახავს…ახლა ვფიქრობ სასამართლოში გიჩივლოთ”- ნინო დარასელი

444
ნინო დარასელი

ნინო დარასელი post tv-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც „კეზერაშვილმა რევოლუციის ფული საქართველოში ნინო დარასელს და ნინო დვალს გამოატანა” და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ალო Shalva Ramishvili @post tv ხო მშვიდობაა? ვინ მოგნიშნოთ კიდევ არ ვიცი.ბუდარიაა?😂😂😂😂😂😂 ლარნაკაში კი ვარ, ჩემი ნათლიის დაბადების დღეზე , როგორც ბოლო 5 წელია 5 მაისს 65 ექიმთან ერთად.ეხლა წავაკითხებ და ყველას ერთად დავაცინინებ, ამ, არც კი ვიცი რა მოგონილისთვის. კაი მე ჯანდაბას, მისის სმიტი გგონივართ და Dvali Nino რაღა შუაშია😂😂🙈🙈🙈🙈🙈ისე აქედან მასთან ერთად მადრიდში მივდივარ და გეგულებათ იქაც ვინმე ?

ვაიმე ვაიმე როგორ დაგცინებთ🙈😂🤦‍♀️🤦‍♀️🤦‍♀️ დათო კეზერაშვილს საერთოდ არ ვიცნობ და არც არასდროს მინახავს.არ მაქვს პრობლემა გაცნობის, უბრალოდ ასე მოხდა აქამდე😂 ეხლა ვფიქრობ სასამართლოში გიჩივლოთ, თუ გავატარო ისეთი ღადაობაა და აღდგომა მოგილოცოთ? სუსს მაინც კითხეთ ხოლმე სანამ რამე მსგავსს …. ს დაწერთ.

მრავალწერტილს ჩემი ნაცნობები შეავსებენ. ლიმასოლში ვარ 6 მდე, თუ რამეა და ვინმე რამე კუშითაა და კიდევ გაქვთ ვარიანტები😂😂😂😂 ასე რამ აგჭრათ ჰა? 😂😂😂🙈🙈სერიოზულ პასუხს ვერ გიგონებთ. არ ხართ ღირსი მაგრამ აღდგომას მაინც გილოცავთ🙌🏻“- წერს დარასელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები