LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ერთად ვართ მთავარია, მერე რა, რომ ზამთარია” – რჩეულიშვილების ერთობლივი ფოტოები

39042
BeFunky-collage (2)

ნინო დარასელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ახალ წელს ოჯახი სრული შემადგენლობით შეხვდა.

“აღარც ვიცი ამაზე მეტი რა ვინატრო, თქვენც ყველას ვინც გიყვართ იმათთან ერთად ყოფნის სიხარულს, ერთმანეთის სიყვარულს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ✨

,,ჩვენ ერთად ვართ მთავარია, მერე რა, რომ ზამთარია”, – წერს ნინო დარასელი.

ცნობისთვის, „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო 2021 წლის 17 სექტემბერს დატოვა. მან ციხე საპროცესო შეთანხმებით დატოვა.

ვიდეო: მაია რჩეულიშვილი – ,,უდიდესი მადლობელი ვარ, ვინც დამიჭირა…”

თბილისის მერმა კახა კალაძემ 2021 წლის 15 მაისს თქვა, რომ “ცენტრ პოინტის” 6000-მდე დაზარალებულის პრობლემა მოგვარებულია. იმ დღეს თბილისის მერმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანიებთან, რომლებიც “ცენტრ პოინტის” დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებენ.

მანამდე სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა კომპანია „ცენტრ პოინტის“ თანადამფუძნებელმა, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა რუსუდან კერვალიშვილმაც. მან 4-წლიანი სასჯელი რუსთავში მდებარე ქალთა მე-5 დაწესებულებაში მოიხადა.

რუსუდან კერვალიშვილი: “ვისაც ჰგონია, მაია რომ იქ არის უკეთესია, არა – საქმისთვის ბევრად ცუდია… რომ შემძლებოდა არ დავტოვებდი საპყრობილეს”

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები