გასული თვის ბოლოს „გრემის“ 20 ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი ტონი ბენეტი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სულ ცოტა ხნის წინ მუსიკოსის შვილი და მისი მეუღლე, სიუზენი გადაცემაში Today იყვნენ მიწვეულნი, სადაც მათ ბენეტის, გარდაცვალებამდე წარმოთქმული, უკანასკნელი სიტყვები გააჟღერეს.
„მისი უკანასკნელი სიტყვები ასეთი იყო, – მადლობა, ამაზე უკეთესს ვერაფერს გეტყვი“, – იხსენებს დენი ბენეტი.
„ალცჰაიმერის მიუხედავად, მას ყველა თავისი სიმღერა თავიდან ბოლომდე ახსოვდა“, – აცხადებ ტონის მეუღლე.
ვიდეო: „ალცჰაიმერი და მუსიკა“ – ლედი გაგა და ტონი ბენეტი ბოლო ერთობლივ სიმღერას ავრცელებენ
პრემიერა: ლედი გაგამ და ტონი ბენეტმა ახალი კლიპი გაავრცელეს
ცნობისთვის, მომღერალი ვარსკვლავი 1950-იან წლებში გახდა. ბენეტის ყველა დროის საუკეთესო ჰიტად, რომელიც მის მსმენელს განსაკუთრებით უყვარს, სიმღერა I Left My Heart in San Francisco მიიჩნევა. არტისტმა 2014 წელს, ლედი გაგასთან ერთად ალბომი ჩაწერა, 2015 წელს კი მასთან ერთად მსოფლიო ტურნე გამართა. პოპულარული დუეტები მას ჩაწერილი აქვს პოლ მაკკარტნისთან, არეტა ფრანკლინთან, უილ ნელსონთან, ბონოსთან, ემი უაინჰაუზთან და სხვებთან…
EXCLUSIVE: @hodakotb sits down with Tony Bennett’s wife and son to talk about honoring his life and legacy for the first time since his passing, saying that “the music never left him.”
Today would’ve been Bennett’s 97th birthday. https://t.co/BtkokfmDnx
— TODAY (@TODAYshow) August 3, 2023