The New York Times ტექნოლოგიური გიგანტის Amazon-ის მიერ საოპერაციო მიმართულებით მიღებული ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას ვრცელ სტატიას უძღვნის.
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობა 600 000 თანამშრომლის რობოტებით და ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებას გეგმავს.
აღნიშნული გეგმა 2033 წლამდე პერიოდს მოიცავს – სამუშაო ძალის შემცირების სტრატეგია ეტაპობრივად განხორციელდება.
Amazon-ს საოპერაციო საქმიანობის 75%-ის ავტომატიზაცია აქვს განზრახული, 2035 წლის შემდეგ კი ამ მაჩვენებლის 90%-მდე გაზრდას აპირებს, ანუ კომპანიის საწყობი და მიწოდების ჯაჭვი სრულად რობოტიზებული იქნება, ხოლო დასაქმებულთა შორის მხოლოდ მმართველი რგოლის წარმომადგენლები დარჩებიან.
როგორც Amazon-ში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სახელფასო ხარჯების შემცირებას და საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდას, რადგან რობოტებს 24/7-ზე შეუსვენებლად და ნაკლები შეცდომით შეუძლიათ მუშაობა.
ამ სტრატეგიის განხორციელების შემთხვევაში, მხოლოდ მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომპანია თითქმის 13 მილიარდ აშშ დოლარს დაზოგავს.
ცნობისთვის, ამჟამად Amazon-ს 1.6 მილიონი თანამშრომელი ჰყავს.
