LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Amazon–იდან გამოწერილი სმარტფონის ნაცვლად მოქალაქეს აგური ჩამოუვიდა

44

ნივთების შეძენა ინტერნეტ მაღაზიებში საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. გარანტიებიც ნაკლებად გვაქვს, როგორ მდგომარეობაში ჩამოვა ნივთი, ან საერთოდ ჩამოვა თუ არა. კურიოზული შემთხვევებიც ხშირია. ასე მაგალითად, ინდოეთის მოქალაქემ მანინდერმა Amazon-ზე სმარტფონი OnePlus One შეიძინა. მან სრული თანხა გადაიხადა, რაც 340 დოლარს შეადგენდა. გზავნილის მიღებისას კი მანინდერის გაოცებას საზღვარი არ ქონდა, ლამაზად შეფუთულ ყუთში სმარტფონის ნაცვლად ჩვეულებრივი აგური იდო. გაბრაზებული ინდოელი სასწრაფოდ დაუკავშირდა Amazon-ს, სადაც განუცხადეს, რომ თუ კი ეს სიმართლეა და მან მართლა აგური მიიღო სმარტფონის ნაცვლად, ისინი დაიწყებენ გამოძიებას და რომ სავარაუდოდ ეს დანაშაული რომელიმე ფოსტის თნამშრომლებმა ჩაიდინეს და ისინი აუცილებლად დაისჯებიან. სამწუხაროდ, სანამ ინტერნეტ გიგანტი ამ საქმეს იძიებს, ინდოელ მანინდერს სმარტფონის ნაცვალდ აგურით სიარული მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები