LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Amazon-ზე ნივთის მორგება იქნება შესაძლებელი

49

Amazon ახალ რეალობაში გადადის, ამიერიდან ნივთის შეძენამდე მის მორგებასაც შეძლებთ. ინოვაციური სერვისი AR View ამაზონზე 1 ნოემბრიდან ამოქმედდა, ხოლო მისი შემუშავება უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სიახლე საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი ნივთი, წიგნი იქნება ეს თუ კაბა -რეალურ დეკორაციაში გამოჩნდეს. მისი მუშაობის პრინციპი კი საკმაოდ მარტივია, თქვენ ირჩევთ რაიმე ნივთს და სმარტფონის კამერის გამოყენებით მას 3D რენტგენში ატარებთ, შესაბამისად, ნივთი თქვენთვის სასურველ ადგილზე, თუ უბრალოდ თქვენზე აღმოჩნდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ Ar View ჯერ-ჯერობით მხოლოდ სამზარეულოს ტექნიკაზე მუშაობს და დამატებითი ფუნქციები ეტაპობრივად ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები