LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამაზონი” ავტომობილების გაყიდვას დაიწყებს

75

“ამაზონი” სულ მალე ავტომობილების გაყიდვას დაიწყებს. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ევროპა ინტერნეტით გაყიდული ავტომობილებით მოამარაგოს. აღსანიშნავია, რომ ამაზონს მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს და ავტომობილი ინტერნეტით ადრეც გაყიდულა. მაგალითად 2016 მსგავსი სერვისი საფრანგეთში დაინერგა, თუმცა დიდად ვერ გაამართლა და მხოლოდ 15 მანქანა გაიყიდა. ამჯერად კი შეიქმნება სრულფასოვანი პლატფორმა, რომელიც ათეულობით ქვეყანას მოიცავს.

ინტერნეტ-ავტო მაღაზია ლუქსემბრუგში დამკვიდრდება და ის მთელ ევროპას, მათ შორის დიდ ბრიტანეთსაც მოამარაგებს. ხოლო, თუ როდის დაიწყება საინტერესო სერვისი და ახალი ავტომობილები გაიყიდება თუ მეორადი – ამას ამაზონის წარმომადგენლები ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები