LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამაზონი” ელექტრომობილებისთვის 972 მილიონი დოლარის ინვესტიციას გეგმავს

29
ამაზონი კარგო

Amazon გეგმავს, ჩადოს 972 მილიონი დოლარის ინვესტიცია ელექტრომობილებში ევროპული ფლოტისთვის.

ინვესტიცია გაზრდის კომპანიის ფლოტს მინიმუმ 10,000 ელექტრო ფურგონით 2025 წლისთვის. Amazon-ის მიზანი, 2040 წლისთვის ნახშირბადის ნულოვანი გამონაბოლქვის წარმოებაა.

კომპანია Amazon ასევე გეგმავს, ტვირთის გაგზავნა ელექტრონული ველოსიპედებით აწარმოოს, ასევე ფეხით, ცენტრში არსებული მიწოდების სადგურებიდან.

მსგავსი ჰაბები კომპანიას უკვე აქვს 20 მთავარ ევროპულ ქალაქში, მათ შორის ლონდონში, მიუნხენში და პარიზში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები