ამერიკულმა კომპანიამ GameStop ელექტრონული კომერციის გიგანტის eBay-ს შემოსაერთებლად 55.5 მილიარდი დოლარის დახარჯვა გადაწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელის რაიან კოენის მოსაზრებით, აღნიშნული გაერთიანებით Amazon-ის „ღირსეული კონკურენტი“ წარმოიქმნება.
აღნიშნულ სატენდერო წინადადებას ბაზრის ანალიტიკოსები უკიდურესად ამბიციურს უწოდებენ, რადგან eBay-ი GameStop-ზე თითქმის ოთხჯერ დიდია. FactSet-ის მონაცემებით, ამჟამად GameStop-ის საბაზრო ღირებულება 11.9 მილიარდ დოლარს შეადგენს, eBay კი 46.2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
რაიან კოენის თქმით, გაერთიანებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს თავად დაიკავებს. GameStop-ი შესყიდვის დაფინანსებას საკუთარი კაპიტალითა და სესხის აღებით გეგმავს – ის TD Securities-ისგან 20 მილიარდ დოლარამდე დაფინანსებას მიიღებს.
