თბილისის მეტროპოლიტენში შეფერხებაა. როგორც “ფორტუნასთან” მგზავრები აცხადებენ, “გოცირიძიდან” მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” მიმართულებით, მოძრაობა დაახლოებით, ნახევარი საათია შეჩერებულია.
“მეტროსადგურ ღრმაღელეზე, 25 წუთი ველოდე ზუსტად მატარებელს და არ მოვიდა. ამბობენ რაღაც ინციდენტი მოხდაო.
გამოაცხადეს რომ მოძრაობა არ იქნება და დაცალეთ ბაქანიო. რატომ არ ვიცით”, – განაცხადა “ფორტუნასთან” ერთ-ერთმა მგზავრმა.
“ფორტუნა” ელოდება “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” პასუხს კითხვაზე, რა მოხდა მეტროში.
კომპანიის პრესსამსახურში, ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობენ.
როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, მოძრაობა შეჩერებულია მეტროსადგურ “გოცირიძიდან” “ახმეტელის თეატრის” მიმართულებით.