LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამბობენ, რომ ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი, მანქანა კი ოკუპანტების მიერ სულ დაცხრილულიაო“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე

294
Untitled design

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ საქართველოს მოქალაქეს, თამაზ გინტურს ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადგილობრივმა განაცხადა.

„ყველა შიშის ქვეშ ვართ. ეგეთი ვაჟკაცი ბიჭი ჩაცხრილეს“ – ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი სოფელ კირბალში გადაასვენეს 

„ასე ამბობენ, რომ თამაზ გინტურს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, ორივე ტყვია ზურგშიო. მანქანა ჰყავდა, რომელიც ოკუპანტების მიერ სულ დაცხრილულია.

როგორც ამბობენ, ოკუპანტები ცხრანი ყოფილან და თამაზის მანქანა თვითონ ჩამოუგორებიათ“, – ამბობს ადგილობრივი.

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ცნობისათვის, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

„ეს არის უხეში თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე – მომხდარი კიდევ ერთხელ ამხელს „ერთმორწმუნე ძმის“ ნამდვილ სახეს“ – სალომე ზურაბიშვილი კირბალში მომხდარზე

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ

ფოტო სლაიდზე: IPN