ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ გახარიას პარტიის წევრი “უხერხულ მდგომარეობაშია”.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ, ტყუილია.
“უხერხულ მდგომარეობაშია ახლა ქალბატონი ბუჩუკური. ამბობს რომ ერთ სასტუმროშიც არ ყოფილან გახარია და სააკაშვილიო. საილუსტრაციოდ გთავაზობთ სამ ფოტოს.
1 – ბუჩუკურის ტყუილი
2 – გახარიას დაცვის უფროსი, გიორგი ჩიქოვანი სასტუმროში
3 – იმავე სასტუმროში სააკაშვილი
დასკვნები თქვენთვის მომინდია…”- წერს ლადო ბოჟაძე.