“ღმერთმა დალოცოს ერის კაცი ბიძინა ივანიშვილი! ამინ” – ასე ეხმაურება შსს-ს პოლიციის აკადემიის პრორექტორი და ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ლუკა კურტანიძე იმ ადამიანებს, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებით გააკრიტიკეს.
კურტანიძე 2012 წელს “ქართული ოცნების” წევრი გახდა. საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხის მაჟორიტარ კანდიდატად იყო წარდგენილი, თუმცა “ნაციონალური მოძრაბის” კანდიდატ გია გოზალიშვილთან წააგო. 2015 წლიდან, მან პარლამენტში, გარდაცვლილი წევრის, თამაზ ავდალიანის ადგილი დაიკავა. მისი თქმით, პოლიტიკაში წასვლა სპორტის სფეროში ბევრი უსამართლობის ხილვამ გადააწყვეტინა.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი წყალტუბოში არსებული ყველა, 22 სასტუმროსა და ცხრა აბანოს გამოისყიდვას და მათ სრულ რეაბილიტირებას აპირებს.
"ივანიშვილს რაღად უნდა აბანოს ყიდვა, ის უკვე აბანოშია " - შალვა ნათელაშვილი
წყალტუბო არის ივანიშვილის დაუცხრომელი მტაცებლობის და ბოროტმოქმედების გაგრძელება
“გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება” – მის განცახდებას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.