LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამდენად გიღირთ თქვენი ხელფასები, ადამიანებს თვალები რომ დათხარეთ?

463
65046031_2525665960787822_3464760326820462592_n

მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა, პარლამენტთან აქციის დარბევას ეხმიანება და სპეცრაზმელების მიდგომებზე წერს.

ამასთან, ის მთლიად პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ ამჯერად, მხოლოდ ბოდიში საკმარისი არ იქნება.

“თავებში ესროლეთ, ამათი დედებს შ***!” ამას ღრიალებდნენ სპეცრაზმელები.

რა სისხლი გადაგისხეს ასეთი? ამდენად გიღირთ თქვენი ხელფასები ადამიანებს თვალები რომ დათხარეთ და რამდენს თავები გაუტეხეთ?

ვინმემ არ გაბედოთ და რომელიმე პარტიას არ მიაკუთვნოთ გუშინ შეკრებილი ადამიანები!

ხალხი სამართლიანად შეიკრიბა ღირსების აღსადგენად, რომელიც ჩვენმა მთავრობამ რუსი აგრესორის შემოთრევით და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დასმით საბოლოოდ წაგვართვა!

ჩვენ საათების განმავლობაში ვითხოვდით ბოდიშის მოხდას, რომელიც ვერასოდეს მოვისმინეთ.

მთავრობამ კი ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გრადუსი აწეულიყო და ხალხსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მომხდარიყო!

პასუხისმგებლობა მომხდარზე თავიდან ბოლომდე ეკისრება მთავრობას! აწი მხოლოდ ბოდიში არაა საკმარისი!

მადლობა იმ პოლიციელებს, ვინც არ გაიმეტა ხალხი და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა სიმშვიდე! ასეთებიც იყვნენ და შემოვევლე თქვენს კაცობას!

იმ პოლიციელებს კი, რომლებიც ფეხდაფეხ, დედის ტრაკის გინებით, ცემა-ტყეპით მოსდევდით მელიქიშვილზე დემონსტრანტებს, მოგმართავთ გადააფასოთ თქვენი საქციელი და დადგეთ მშვიდობიანი, ღირსეული მოქალაქეების გვერდით!

ბრძოლა გრძელდება!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

ძალა ერთობაშია!“ – წერს დავით ქაცარავა.

შეგახსენებთ, გუშინ, სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის მონაწილეებს პრეზიდიუმიდან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. პროტესტი პარლამენტის შენობაშივე დაიწყო, როდესაც ოპოზიციური ევროპული საქართველოს და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა პრეზიდიუმი დაიკავეს და რუს დეპუტატებს, გავრილოვის ხელმძღვანელობით, პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვეს. პარლამენტის შენობაში დაწყებულმა პროტესტმა სასტუმრო “რედისონთან” გადაინაცვლა, სადაც რუსი დეპუტატები პარლამენტის დატოვების შემდეგ მივიდნენ. ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე, გავრილოვის გამოსვლა მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა ბახტაძემ დაგმეს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა რუსი დეპუტატებისგან საქართველოს დატოვება მოითხოვეს.

დეპუტატის მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ, საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან ხელისუფლების უმაღლესი პირების პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით დაიწყო.

ხალხი იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდა, ვინც სერგეი გავრილოვის ჩამოყვანა, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა უზრუნველყო.

პროცესები მაშინ დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილმა, პარლამენტში შესვლა მოითხოვა, პოლიციის კორდონის დაყენების შემდეგ კი მის გარღვევას ცდილობდა.

აქცია სამჯერ დაიშალა – სპეციალური აღჭურვილობით, განსაკუთრებით დიდი ზომის რეზინის ტყვიებით და გაზის მაშხალებით. მეოთხედ მობრუნებული ხალხისგან პოლიციამ კი წმენდა ჩაატარა.

ფოტო: გურამ მურადოვი/civil.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g