LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამჟამად, ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია, მთლიანად აფხაზებს მიაქვთ

128
734091620544128

ენგურჰესი ისევ შეფერხებით მუშაობს – მიზეზი კვლავ წყლის სიმცირეა. საკითხზე „ბიზნეს ფორმულასთან“ ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ ისაუბრა და თქვა, რომ ენგურჰესის გამომუშავება დღე-ღამეში 120 მეგავატს არ აღემატება.

„წყალსაცავში წყლის დონე დაბალია. ზღვის დონიდან დაახლოებით 415 მეტრი. სანამ წყლის ჩამონადენი არ მოიმატებს, ანუ აპრილის შუა რიცხვებამდე ენგურჰესი გამომუშავებას ვერ გაზრდის. ამჟამად, ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია, მთლიანად აფხაზებს მიაქვთ. რაც მათი მთლიანი მოხმარების დაახლოებით 28%-ია. 320 მეგავატი აფხაზებს რუსეთიდან შემოაქვთ“,- განმარტავს მებონია „ბიზნეს ფორმულასთან“.

მისივე განმარტებით, ჯამში, აფხაზეთში 440 მეგავატს მოიხმარენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g