LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

American Idol-ის მომდევნო ტური ტეილორ სვიფტის სიმღერებს დაეთმობა

121
photo-collage.png (1)

პოპულარული ამერიკული მუსიკალური პროექტის – American Idol 24-ე სეზონი ფინიშის ხაზს უახლოვდება.

მომდევნო ლაივზე, რომელიც ეთერში 27 აპრილს გავა, დარჩენილი ტოპ 7 ,,კონტესტანტი” ტეილორ სვიფტის ჰიტებს შეასრულებს.

სიახლე განსაკუთრებულია, რადგან შოუს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ცალკეული ეპიზოდი სრულად სვიფტის შემოქმედებას დაეთმობა.

გადაცემის მოწვეული მსაჯი იქნება კომიკოსი და სვიფტის თაყვანისმცემელი, ე.წ. Swiftie, ნიკი გლეიზერი, რომელიც გვერდს ჟიურის ამჟამინდელ წევრებს – კერი ანდერვუდს, ლაიონელ რიჩისა და ლუკ ბრაიანს დაუმშვენებს.

წესების თანახმად, ამ ტურში მაყურებლის ხმის მიცემით, ტოპ 7-დან ტოპ 5 ფინალისტი გამოვლინდება. American Idol 24-ე სეზონის გრანდიოზული ფინალი, 11 მაისს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები