LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელები ერთმანეთის დასახმარებლად გაერთიანდნენ – სიკეთის მაგალითები მოვლენათა ეპიცენტრიდან

281
Slu053e0LKRSbYU2Kk2W

შტატებში უსამართლობის გამო დაწყებული მშვიდობიანი პროტესტი მალევე გადაიზარდა ძალადობაში, ძარცვასა და მოროდიორობაში.

ყველაზე რთულ მდგომარეობაში ქალაქი მინეაპოლისი აღმოჩნდა, რადგან ყველაფერი სწორედ იქ დაიწყო. თუმცა ადგილობრივებს დანებება არც უფიქრიათ და ქალაქის გადასარჩენად ათასობით ადამიანი გაერთინდა.

ქუჩაში მოხალისეები გამოვიდნენ და დარბეული რაიონების დასუფთავება დაიწყეს.

ბევრგან ხალხი საკვების გარეშეც დარჩა, რადგან მაღაზიები დარბეული ან საერთოდ გადამწვარია. სწორედ ამიტომ ხალხმა ერთმანეთის დასახმარებლად საკვებისა და პირველადი საჭიროების ნივთების შეგროვება დაიწყო და შედეგი მართლაც შჭამბეჭდავი გამოვიდა.

მინეაპოლისის მაცხოვრებლები ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ამდენი სიკეთის კეთება შეეძლოთ.

„რამდენიმე მშობელი დაგვიკავშირდა და გვითხრა რომ პირველადი საჭიროების პროდუქტები გაუთავდათ“ – განაცხადა ერთ–ერთი ადგილობრივი სკოლის მასწავლებელმა ჯაბარ ბრაუნმა.

სკოლამ შექმნილი ვითარების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება განათავსა და სულ რამდენიმე საათში ნამდვილი სასწაული მოხდა. ეზო პროდუქტით დატვირთული პაკეტებით გაივსო და ეს ყველაფერი უბრალო ხალხს მოქონდა. ქველმოქმედებისთვის მოსული მანქანებისგან უზარმაზარი საცობი წარმოიქმნა და ხალხი სკოლის შესასვლელთან ლამის ერთი საათიც კი იცდიდა.

აუარებელი პროდუქტი მოხალისეებმა დაახარისხეს და საჭიროების მქონე ოჯახებს დაურიგეს, ვისაც ტრანსპორტირების პრობლემა ქონდა – სახლებში მიუტანეს.

პროდუქტი დასჭირდა ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრსაც და ადგილობრივებმა არც ეს თხოვნა დატოვეს უყურადღებოდ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g