LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში დონალდ ტრამპის გამოსახულებით ოქროს სამახსოვრო მონეტას დაამზადებენ

158
დონალდ ტრამპი

აშშ-ის სახვითი ხელოვნების კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი 24 კარატიანი ოქროს მონეტის დიზაინს, რომელზეც დონალდ ტრამპია გამოსახული – აშშ-ის პრეზიდენტი მაგიდასთან მუშტებდაყრდნობილი დგას, მონეტის მეორე მხარეს კი არწივი ამშვენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური კანონი ვალუტაზე მოქმედი პრეზიდენტის გამოსახვას კრძალავს, ეს მონეტა გამოიცემა, როგორც სამახსოვრო ნივთი – ის ამერიკის შეერთებული შტატების დაარსების 250-ე წლისთავს ეძღვნება (აღინიშნება 2026 წლის 4 ივლისს), რაც ხაზინას გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებს.

აღსანიშნავია, რომ კომისიამ გასცა რეკომენდაცია, მონეტა იყოს რაც შეიძლება დიდი ზომის – 7.6 სმ დიამეტრის.

ცნობისთვის, აქამდე კალვინ კულიჯი იყო აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის გამოსახულებაც მონეტაზე, კერძოდ კი, ნახევარდოლარიანზე მის სიცოცხლეშივე განთავსდა. ეს მოხდა 1926 წელს, აშშ-ის დამოუკიდებლობის 150-ე წლისთავთან დაკავშირებით. მონეტაზე კულიჯის პროფილი ჯორჯ ვაშინგტონის პროფილის გვერდით იყო მოთავსებული. ამ ფაქტმა მაშინ დიდი კრიტიკა გამოიწვია. შედეგად, დაბალი მოთხოვნის გამო, გამოშვებული მონეტების უმეტესობა მოგვიანებით გადაადნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები