LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა – საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან, ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან: ჯო ბაიდენი

395
ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა. მისივე განმარტებით, საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან, ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან.

“ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა. ეს არ ჰგავს იმას, როცა ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

აშშ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა სცენარი, რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს მას, ამერიკელების გადასარჩენად ჯარი გაგზავნოს, ბაიდენმა უპასუხა: „არ არსებობს“.

„ეს არის მსოფლიო ომი, როდესაც ამერიკელები და რუსეთი იწყებენ სროლას ერთმანეთისკენ. ჩვენ ძალიან განსხვავებულ სამყაროში ვართ, ვიდრე ოდესმე ვიყავით”, – დასძინა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები