LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი ახალ Porsche 911-ს მეუღლის ულტიმატუმის გამო ყიდის

218
1428x1428

აშშ-ში ონლაინ აუქციონზე Cars & Bids-ზე თითქმის ახალი Porsche 911 Carrera GTS (2025 წლის მოდელი) იყიდება. ავტომობილს მხოლოდ 2 700 კილომეტრი აქვს გავლილი, თუმცა მფლობელი ოჯახური გარემოებების გამო იძულებულია ის გაყიდოს.

გამყიდველის თქმით, ოჯახში ბავშვის გაჩენის შემდეგ პრიორიტეტები შეიცვალა და მეუღლემ სპორტული ავტომობილის გაყიდვა მოსთხოვა. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ Porsche 911 Carrera GTS სტანდარტულად უკანა სავარძლების გარეშე გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ Porsche დამატებით პატარა უკანა სავარძლებსა და ბრენდულ საბავშვო სავარძლებსაც სთავაზობს მომხმარებლებს, ოჯახმა საბოლოოდ ავტომობილის გაყიდვა გადაწყვიტა.

მფლობელი ასევე აღნიშნავს, რომ პენსილვანიაში ხშირი წვიმების გამო სპორტული ავტომობილით გადაადგილებას ერიდებოდა, ხოლო დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მისი გამოყენებისთვის დროც თითქმის აღარ რჩებოდა.

აუქციონზე ავტომობილის ფასი უკვე 200 ათას დოლარს აჭარბებს, თუმცა ვაჭრობის დასრულებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.

სპორტქარი აღჭურვილია T-Hybrid ჰიბრიდული სისტემით, რომელიც 3.6 ლიტრიან ტურბო ბოქსერის ძრავასა და 54 ცხენისძალიან ელექტროძრავას აერთიანებს. სისტემის ჯამური სიმძლავრე 532 ცხენის ძალაა, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2,9 წამში ასრულებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 312 კმ/სთ-ს აღწევს.

ავტომობილი მფლობელმა 2025 წლის სექტემბერში 242 680 დოლარად შეიძინა, საიდანაც 64 ათას დოლარზე მეტი დამატებით ოფციებზე დაიხარჯა. მათ შორისაა კარბონ-კერამიკული მუხრუჭები, Dynamic Chassis Control სისტემა, კარბონის სახურავი, Aerokit აეროდინამიკური პაკეტი, კარბონის სპორტული სავარძლები და Burmester-ის პრემიუმ აუდიოსისტემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები