აშშ-ს ნაკრების კალათბურთელებს რიო დე ჟანეიროში საროსკიპო სპა-სალონში შეეშალათ.
ვინ იცის, იქნებ არც შეშლიათ.
დეანდრე ჯორდანი, დემარკუს კაზინსი და დემარ დეროზანი რიოში სასეირნოდ გავიდნენ და გადააწყდნენ დაწესებულებას, რომელსაც Rolling Stone ეწერა. ეს დროის კარგად გასატარებელი დაწესებულება თავს სპა-სალონად ასაღებს, ოღონდ მხოლოდ მამაკაცებისთვის.
გამოცემა TMZ-მ დაწერა, რომ ამერიკელმა მამრებმა მაშინვე დატოვეს შენობა, როგორც კი მიხვდნენ, რომ ბორდელში აღმოჩნდნენ.
რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ამერიკელებისთვის ხელი არ შეუშლია თავისი თამაში უპრობლემოდ მოეგოთ. სასტარტო შეხვედრაში აშშ-მ ჩინეთი ნაწილებად დაშალა – 119:62.