LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი სენატორები თბილისში არიან – ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში 4 ივნისამდე დარჩებიან

100
1d4d4e67a2250015f8febb043777c752

ამერიკელი სენატორები თბილისში არიან. დემოკრატ ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელ რობ პორტმანს აეროპორტში შეერთებული შტატების ელჩები კელ დეგნანი და დავით ბაქრაძე დახვდნენ.

როგორც ცნობილია, ისინი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს.

„რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ვუჩვენოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ, ქართველ ხალხს და გავამხნევოთ პოლიტიკური ლიდერები, გააგრძელონ აუცილებელი რეფორმები, რაც გააძლიერებს დემოკრატიას მათ ქვეყნებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში. ამერიკის შეერთებული შტატები მოწადინებულია, ხელი შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირის წევრობის რეალობად ქცევას”,- განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

ამერიკელი სენატორები საქართველოში 4 ივნისამდე დარჩებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g